ეს დღე ბოლოა ამ ეტაპზე.ჩვეულებისამებრ დავიწყეთ გამეორებით. დავათვალიერეთ პროექტის პორთფოლიო. საინტერესო ნაშრომები განვიხილეთ. შემდგომ გავასწორეთ დრაივში ატვირთული ჩვენი ნამუშევრები. და ბოლოს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.გავეცანით ერთმანეთის პროექტები. თითქმის ყველა პროექტი მომეწონა აქტუალობით, თანამედროვეობით, რელევანტურობით და პრაქტიკული მიდგომით.
ყველა პროექტი მომეწონა. განსაკუთრებულად გამოვყოფდი რამოდენიმე ნაშრომს: მომეწონა თეა გრძელიშვილის პროექტი:ენერგოდამზოგავი ნათურები. ასეთი ნათურებით დაიზოგება ოჯახის ბიუჯეტი. ასევე მომეწონა ეთერი გიგიაშვილის პროექტი ოთახის რემონტის ხარჯების ეკონომიურობაზე. კარგი იყო ციცინო ტერტერაშვილის პროექტი გემოვნებიანი ,ხალხური ,პოლიფონიური მუსიკის შესახებ.
ტრენინგზე ვისწავლეთ პროექტის გაკეთება ბლოგში.მერე შევქმნი პირად ბლოგს. ჩემს სკოლაში განვახორციელებ ამ პროექტს. ძალიან საინტერესო იყო ქალბატონ ქეთევან ცერაძესთან მუშაობა.დიდი მადლობა მას.
პროექტი "ჩვენ გვიყვარს დედამიწა" საკაოდ საინტერესო და ნაყოფიერია, რადგან ამ პროექტით მოსწავლეები სწავლობენ როგორ გაუფრთხილდნენ და მოუარონ ბუნებას და გარემოს.
ReplyDeleteგისურვებ წარმატებებს პირად და კარიერულ ცხოვრებაში...