Saturday, 7 October 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

      ეს  დღე  ბოლოა  ამ  ეტაპზე.ჩვეულებისამებრ   დავიწყეთ  გამეორებით. დავათვალიერეთ  პროექტის  პორთფოლიო.  საინტერესო ნაშრომები განვიხილეთ.  შემდგომ  გავასწორეთ  დრაივში  ატვირთული ჩვენი ნამუშევრები.  და ბოლოს  მოვახდინეთ  ჩვენი  პროექტების  პრეზენტაცია.გავეცანით  ერთმანეთის  პროექტები. თითქმის  ყველა  პროექტი  მომეწონა  აქტუალობით,  თანამედროვეობით,  რელევანტურობით  და  პრაქტიკული  მიდგომით.

           ყველა  პროექტი  მომეწონა. განსაკუთრებულად  გამოვყოფდი რამოდენიმე  ნაშრომს:  მომეწონა  თეა  გრძელიშვილის  პროექტი:ენერგოდამზოგავი  ნათურები.  ასეთი  ნათურებით დაიზოგება  ოჯახის ბიუჯეტი.  ასევე  მომეწონა  ეთერი  გიგიაშვილის  პროექტი   ოთახის  რემონტის  ხარჯების  ეკონომიურობაზე. კარგი  იყო  ციცინო  ტერტერაშვილის  პროექტი  გემოვნებიანი ,ხალხური ,პოლიფონიური  მუსიკის  შესახებ.

          ტრენინგზე  ვისწავლეთ  პროექტის  გაკეთება  ბლოგში.მერე  შევქმნი  პირად  ბლოგს. ჩემს  სკოლაში   განვახორციელებ   ამ  პროექტს. ძალიან საინტერესო იყო ქალბატონ  ქეთევან  ცერაძესთან  მუშაობა.დიდი  მადლობა  მას.

ტრენინგის მერვე დღე

ეს  დღეც  ძალიან   შინაარსობრივად  დატვირთული  დღე  იყო.  ჩვეულებისამებრ  დღე  დაიწყო წინა  მასალის  გამეორებით. დეტალურად  განმეორების  შემდგომ  შევქმენით  ფასილიტაციის  ნიმუში. გადავხედეთ  და  მოვაწესრიგე  ჩემი პროექტი.  ასევე  მოვაწესრიგე  პროექტის:  "ჩვენ  გვიყვარს  დედამიწა"-ს  პორტფოლიო. ამის  შემდგომ  დავიწყე  პროექტის  ატვირთვა  ბლოგზე. დიდი  მადლობა  ტრენერს  გაწეული  სამუშაოსთვის.

Sunday, 1 October 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის  მორიგი  დღე  წინა  მასალის  გამეორებით დაიწყო.  მუშაობა  განვაახლეთ  პროექტის  ირგვლივ.გადავხედეთ  და  დავხვეწეთ  პროექტის  ყველა  თავი  და  ქვეთავი.  დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს  ქალბატონ  ქეთევან  ცერაძეს  გაწეული  მუშაობისთვის. იგი  საუკეთესოა  იმ  ტრენერებს  შორის,  ვისთანაც  მე  მუშაობამ  მომიწია...
  ჩემი  პროექტის  სათაურია  "ჩვენ  გვიყვარს  დედამიწა" .ამ  პროექტში  გავითვალისწინე  ყველა  მოსწავლის  საჭიროება.  გულდასმით  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმაზე.  გავითვალისწინეთ  ყველა  წვრილმანი.  როგორც  ყოველთვის  დღემ  სასიამოვნოდ  ჩაიარა.