Saturday, 30 September 2017
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე ჩვეულებისამებრ წინა დღის მასალის გამეორებით დაიწყო.კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს პროექტს: "ჩვენ გვიყვარს დედამიწა ". ვიმუშავეთ და წარვადგინეთ მოსწავლის პრეზენტაცია. გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმებს. შევასწორეთ, გავამრავალფეროვნეთ პროექტი სხვადასხვა ილუსტრაციებით და ჩანაწერებით. შევიმუშავეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკები. დღემ მუშა რეჟიმში და სასიამოვნოდ ჩაიარა.
Sunday, 24 September 2017
ტრენინგის მეხუთე დღე
დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით. გავიმეორეთ და ვიმუშავეთ მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაციებზე.განვიხილეთ რას ნიშნავს საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე. შევქმენით მოსწავლის ბლოგი.დღემ სასიამოვნოდ და შინაარსიანად ჩაიარა.
Saturday, 23 September 2017
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან შინაარსიანად დაიწყო.როგორც ყოველთვის გავიმეორეთ წინა მასალა და გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და მოვარგეთ ჩვენს პროექტს. მოვამზადეთ და შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ჩვენი დაკვალიანებისთვის.
Saturday, 16 September 2017
ტრენინგის მესამე დღე
ჩვეულებისამებრ მესამე დღემ საინტერესოდ და იმფორმაციულად შინაარსიანად ჩაიარა.თავიდან გავიმეორეთ წინა დღით ნასწავლი მასალა.გამეორების მერე დავიწყეთ პროეტის გეგმაზე მუშაობა. ჩემი პროექტის სათაურია ჩვენ გვიყვარს დედამიწა...ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტზე. და გადავიტანეთ გეგმაში.განვსაზღვრეთ მიზნები და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.დღემ ჩაიარა.
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეც საინტერესოდ და შინაარსიანად დაიწყო.მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და პროექტები ავირჩიეთ და განვიხილეთ.გავიმეორეთ ვორდის ინსტრუმენტები.დავამზადეთ ბუკლეტი.ჩემი პროექტის სათაურია "ჩვენ გვიყვარს დედამიწა" .მუშაობის პროცესში გავიხსენეთ დაზეპვა და განზეპვა.
Sunday, 10 September 2017
ტრენინგის პირველი დღე
პირველმა დღემ ძალიან შინაარსიანად ჩაიარა...ქალბატონ ქეთევანთან ადრეც ვარ ნამუშევარი,ძალიან სასიამოვნოა ასეთ ენერგიულ ქალბატონთან კიდევ ერთხელ თანამშრომლობა და მუშაობა.დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის.ურთიერთობა დაიწყო გაცნობით.მონაწილეთა შორის ნაცნობიც აღმოვაჩინე ქეთევან რჩეულიშვილი.გამეხარდა...
გავეცანით ტრენინგის მიზანს,გზამკვლევს.შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდე.გავეცანით კურსის რესურსებს და განვიხილეთ პროექტები მოკლედ.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.პირველმა დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.
გავეცანით ტრენინგის მიზანს,გზამკვლევს.შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდე.გავეცანით კურსის რესურსებს და განვიხილეთ პროექტები მოკლედ.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.პირველმა დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.
Subscribe to:
Posts (Atom)